Belive

რაფინია: "ოქროს ბურთის ნომინანტებს შორის ყოფნა ჩემთვის უკვე გამარჯვებაა"

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბარსელონას ბრაზილიელი შემტევი - რაფინია, რომელიც "ოქროს ბურთის" 30 ნომინანტს შორის მოხვდა და ამ ჯილდოს მოგების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია, დაჯილდოების მომავალ ცერემონიაზე საუბრობს.

"ჩემი მთელი კარიერის გათვალისწინებით, ჩემთვის ცერემონიაზე მოხვედრა უკვე გამარჯვებაა, ერთ-ერთი უდიდესი რამ ჩემს პროფესიულ ცხოვრებაში.

რეალურად ეს ის მიზანი არაა, რაც დავისახე. ჩემი მიზანია ვიყო უკეთესი, ვიდრე გუშინ, ვიდრე გასულ სეზონში ვიყავი. ასე რომ, "ოქროს ბურთის" ნომინანტებს შორის ყოფნა ჩემთვის უკვე გამარჯვებაა." - რაფინია

შეგახსენებთ, რომ 2024/2025 წლების სეზონში, რაფინიამ საოცარი სეზონი ჩაატარა - მან 57 თამაშში 34 გოლის გატანა, 25 საგოლე გადაცემის გაკეთება და 3 ესპანური ტიტულის მოგება შეძლო.

სხვა სტატიები