Belive

რაფინია ლა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

28 წლის ბრაზილიელ შემტევს - რაფინიას, ბარსელონაში ჩატარებული დიდებული სეზონი დაუფასდა და იგი 2024/2025 წლების ლა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

ბრაზილიელ შემტევთან ერთად, ბარსელონამ მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ იასპარეზა და ყველა ესპანური ტიტულის მოგება შეძლო.

კატალონიელებმა, ლა ლიგაში 38 ჩატარებულ ტურში, 28-ჯერ მოიგეს, 4-ჯერ ფრედ ითამაშეს, ხოლო 6-ჯერ დამარცხდნენ, საბოლოოდ სეზონი 88 მოგროვებული ქულითა და ჩემპიონობით დაასრულეს.

რაც შეეხება უშუალოდ ლა ლიგაში რაფინიას შედეგს - მან 36 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 18-ჯერ გოლის გატანა, 11-ჯერ კი საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

სხვა სტატიები