კარლოს კეირუშმა განის ნაკრები დატოვა
1 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
პორტუგალიელმა სპეციალისტმა, კარლუშ კეირუშმა, სოციალურ ქსელებში გამოაცხადა, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან გამოთიშვის შემდეგ, განის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს ტოვებს.
"ფეხბურთი, ისევე როგორც ცხოვრება, ერთ მარადიულ გაკვეთილს გვასწავლის: შენ ან იგებ, ან სწავლობ. მე ამ მოგზაურობას იმის გამო სიამაყით ვასრულებ, რასაც მივაღწიეთ, თუმცა, ამავდროულად, ჯანსაღი უკმაყოფილების გრძნობითაც, რაც მათ ახასიათებთ, ვინც ყოველთვის მეტისკენ ისწრაფვის. უფრო მაღალ დონეზე გასვლა არასდროს უნდა იყოს საბოლოო წერტილი. ეს კიდევ უფრო დიდი ამბიციების დასაწყისი უნდა გახდეს.
ამ ნაკრების მომავალი მხოლოდ მოედანზე არ აშენდება. წარმატება მოედნის მიღმა უნდა იწყებოდეს: განის არაჩვეულებრივი საფეხბურთო ტალანტების მომზადების, დაცვისა და განვითარებისთვის საუკეთესო პირობების შექმნით.
უღრმესი მადლობა განის ეროვნულ ნაკრებში სამსახურის შესაძლებლობისთვის. ჩემთვის პატივი და პრივილეგია იყო ქვეყნის სამსახურში ყოფნა. ჩემს ფეხბურთელებსა და შტაბს უღრმესი მადლიერება თქვენი სიმამაცის, თავდადებისა და გუნდისადმი ურყევი ერთგულებისთვის.
გულშემატკივრებს: ჩვენ ვერ ვისაუბრებთ სრულ სპორტულ კმაყოფილებაზე, მაგრამ შეგვიძლია სიამაყით ვთქვათ, რომ ღირსეულად წარმოვადგინეთ განის ფერები და ქვეყანას მსოფლიოს უდიდეს საფეხბურთო არენაზე პატივისცემა და ავტორიტეტი დავუბრუნეთ.
გმადლობთ, განა. მოგზაურობა ახლა იწყება. მომავლისკენ", - წერს კარლოს კეირუში.
გამოცდილმა სპეციალისტმა განის ნაკრები 2026 წლის გაზაფხულზე ჩაიბარა და მსოფლიოს ჩემპიონატზე 1/16-ფინალში გაიყვანა, სადაც კოლუმბიასთან (0:1) წააგო.