რაფინია: "ჩვენ უფრო ძლიერები დავბრუნდებით"
ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/2-ფინალი "ინტერის" გამარჯვებით დასრულდა, სადაც "ბარსელონა" დაამარცხა. იტალიელებმა "ბარსას" ორი შეხვედრის ჯამში 7:6 მოუგეს და ფინალის საგზური ასე მოიპოვეს.
აღნიშნულ შეხვედრაში რაფინიამ საკმაოდ მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა. მან მეტოქის კარი 87-ე წუთზე აიღო, თუმცა გამარჯვებისთვის საკმარისი არ იყო. მატჩის შემდეგ, ბრაზილიელმა თქვა, რომ მომავალ სეზონში "ბარსელონა" უფრო ძლიერი დაბრუნდება.
ჩვენ უფრო ძლიერები დავბრუნდებით. წინსვლას გავაგრძელებთ. ეს სეზონი ჯერ არ დასრულებულა. რაც დრო გადის თავს უფრო ამაყად ვგრძნობ, რომ ეს მაისური მაცვია. - განაცხადა რაფინიამ
🚨 Raphinha: “We will come back stronger”.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) May 7, 2025
“We continue together. This season is not over yet. Every day that passes, I feel more proud to wear these colours. Proud of this team. Visça Barça”. pic.twitter.com/B1L7R9IZXQ
შეგახსენებთ, რომ რაფინია წლევანდელ ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე საკმაოდ შედეგიანი იყო. მან 13 გოლის და 9 ასისტის შესრულება შეძლო. ბრაზილიელი ოქროს ბურთის მოგების ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია.