Belive

რაბიო Vs. როუ - მარსელის გასახდელში დაწყებული ჩხუბი იტალიაში გაგრძელდება

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ლიგა 1-ის 2025/26 წლების სეზონის პირველ ტურში, მარსელი რენთან დამარცხდა. სეზონის სტარტზე ეს არ იყო ერთადერთი სამწუხარო ამბავი, რომელიც მარსელელებს გადახდათ - მატჩის დასრულების შემდეგ, ადრიენ რაბიომ და ჯონათან როუმ გასახდელში იჩხუბეს, რამაც გუნდში ვითარება მკვეთრად დაძაბა.

მარსელის მესვეურებმა ჩხუბში მონაწილე ორივე ფეხბურთელის გუნდიდან გაშვება გადაწყვიტეს და რაბიო და როუ, სწრაფადვე გაასხვისეს. ადრიენ რაბიო მილანში წავიდა, ჯონათან როუ კი ბოლონიამ დაიმატა.

14 სექტემბერს, იტალიის სერია A-ს მატჩში მილანისა და ბოლონიას დაპირისპირება შედგება და დიდი ალბათობით ორივე მათგანი მოედანზე იქნება...

სხვა სტატიები