რაბიო: "საშინელებაა, ისინი ჩვენ როგორც ფეხბურთელებს, უბრალოდ გვკლავენ"
UEFA-მ თანხმობა მისცა იტალიის ფეხბურთის ფედერაციის იდეას, რომ სერია ა-ს ერთ-ერთი ტურის მატჩი მილანსა და კომოს შორის, ავსტრალიაში გაიმართოს.
საზღვარგარეთ თამაშის ნებართვა არა მხოლოდ მილანისა და კომოს მატჩმა მოითხოვა, არამედ ბარსელონასა და ვილიარეალს შორის ლა ლიგის მატჩმაც, რომელიც მაიამიში, აშშ-ში გაიმართება.
უეფამ გადაწყვეტილება მიიღო და ოფიციალურად კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ შიდა ლიგის მატჩების სამშობლოს გარეთ ჩატარების აშკარა წინააღმდეგობა, თუმცა როგორც ჩანს, ეს ორი ინციდენტი „გამონაკლისად“ აღიარა.
ამ ფაქტის შესახებ კომენტარი გააკეთა მილანის ნახევარმცველმა - ადრიენ რაბიომ, რომელმაც შეშფოთება და უკმაყოფილება გამოხატა.
" ეს სრული სიგიჟეა. ისინი (UEFA) ხშირად საუბრობენ გრაფიკსა და ფეხბურთელთა ჯანმრთელობაზე, თუმცა როგორც იქცევიან, ამის ურთიერთსაწინააღმდეგოა.
სიგიჟეა ამხელა მანძილის გავლა ავსტრალიაში ორ იტალიურ გუნდს შორის ერთი მატჩისთვის, მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცებმა ფინანსური სარგებელი ნახონ.
ისინი თავიანთი ხელით გვკლავენ, მითუმეტეს მაშინ, როდესაც გრაფიკი უკვე შეუძლებლად გადაიტვირთა და ამ ფაქტის გამო, საფეხბურთო სამყაროში ტრავმებმა საგრძნობლად იმატა..." - ადრიენ რაბიო
🚨 UEFA have unfortunately APPROVED for a La Liga and Serie A game to be played ABROAD this season…
— The European Football Express (@TheEuroFE) October 6, 2025
🇪🇸 Villarreal vs Barcelona,
🇺🇸 Miami, United States.
🇮🇹 Como v AC Milan,
🇦🇺 Perth, Australia.
A disgraceful decision and a very dark day for football! pic.twitter.com/wu94RsDkyv