Belive

რა შეფასება დაიმსახურა გიორგი მამარდაშვილმა ალავესთან მატჩში?

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლა ლიგის 24-ე ტურის შეხვედრაში, "ვალენსიამ" "ალავესთან" სტუმრად - 1:2 წააგო. ვალენსიელთა ძირითად შემადგენლობაში ზედიზედ მესამე შეხვედრაში მოხვდა საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც მიუხედავად ორი გოლის გაშვებისა, თავი დამაჯერებლად წარმოაჩინა. 21 წლის ქართველ გოლკიპერს რამდენიმე მნიშვნელოვანი მოგერიება ჰქონდა, გოლები კი ერთი დამატებაზე, ხოლო მეორე პენალტის ნიშნულიდან გაუშვა. მამარდაშვილის კარგი თამაში ევროპის წამყვანმა სტატისტიკურმა კომპანიებმაც აღნიშნეს, რომელმაც გიორგი თავისი გუნდის რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო ქულით შეაფასეს. როგორც Whoscored-ის, ისე Sofascore-ის მონაცემებით, მამარდაშვილმა 6.5 კოეფიციენტი დაიმსახურა, ამაზე მაღალი კი "ვალენსიას" რიგებში მხოლოდ ორ ფეხბურთელს, ტონი ლატოსა (6.7) და გონსალო გედეშს (7.2) ჰქონდა.

რაც შეეხება მამარდაშვილის დეტალურ სტატისტიკას, იგი შემდეგნაირად გამოიყურება:

მოგერიება: 3 საჯარიმოს შიგნიდან დარტყმულის მოგერიება: 2 ბურთთან შეხება: 36 პასის სიზუსტე: 16/23 (70%) გრძელი გადაცემები 5/12

გიორგი მამარდაშვილის გადაადგილების ამსახველი რუკა "ალავესთან" მატჩში:

სხვა სტატიები