Belive

ნიდერლანდებთან მატჩში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

უეფას ევროპის 2023 წლის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის, დასკვნით, მესამე ტურის შეხვედრას საქართველოს ნაკრები A ჯგუფში, ნიდერლანდების ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ჩაატარებს.

იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ნაკრები გაიმარჯვებს, ჯგუფიდან პირველი ადგილით გასვლას გაინაღდებს, თუმცა ამ მიღწევის დაფიქსირების შესაძლებლობა ფრის ან წაგების შემთხვევაშიც კი აქვს.

მატჩამდე 1 საათით ადრე, ცნობილია საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა, რომელიც ასე გამოიყურება:

საქართველო U21: გიორგი მამარდაშვილი - ივა გელაშვილი, საბა საზონოვი, ალექსანდრე კალანდაძე, გიორგი გოჩოლეიშვილი, გიორგი წიტაიშვილი, ნოდარ ლომინაძე, ანზორ მექვაბიშვილი, ირაკლი აზაროვი, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი გაგუა.

მთავარი მწვრთნელი: რამაზ სვანაძე

სხვა სტატიები