U21 | დღეს, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მალტას დაუპირისპირდება
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები, შესარჩევი ციკლის მომდევნო მატჩს დღეს, 19:00 საათზე, ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, მალტის ახალგაზრდული ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
ტრავმირებულთა სიას, ქუთაისის ტორპედოს და 21-წლამდელთა ნაკრების მცველი - დავით ბუკია დაემატა, რომელიც ლატვიის მსგავსად, მალტასთან თამაშსაც გამოტოვებს. გუნდს ასევე ვერ დაეხმარებიან დისკვალიფიცირებული - გიორგი გვასალია და გიორგი ტაბატაძე.
მალტასთან მატჩამდე, კომენტარი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ და მოთამაშეებმა - ლუკა პარკაძემ და ნიკოლოზ დადიანმა გააკეთეს.
U21 | შემადგენლობა
მეკარეები: პაპუნა ბერუაშვილი (რუსთავი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), რევაზ კურტანიძე (იბერია1999).
მცველები: ლუკა ლაცაბიძე (ვაილე, დანია), ალექსანდრე ამისულაშვილი (იბერია 1999), აკაკი გიუნაშვილი (კოლხეთი ფოთი 1913), ალექსანდრე ნარიმანიძე (ჟილინა, სლოვაკეთი), საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი).
ნახევარმცველები: ნიკოლოზ დადიანი (იბერია1999), ირაკლი ეგოიანი (ექსელსიორი, ნიდერლანდები), გურამ ჯაფარიძე (დინამო ბათუმი), საბა გეგიაძე (სპაერი), გაბრიელ სიგუა (ლოზანა სპორტი, შვეიცარია), გია ნადარეიშვილი (ტრენჩინი, სლოვაკეთი), ანდრია ბართიშვილი (იბერია 1999), ცოტნე ბერელიძე (წყალტუბოს სამგურალი), ლუკა წულუკიძე (დინამო ბათუმი), ნიკოლოზ ცეცხლაძე (წყალტუბოს სამგურალი).
თავდამსხმელები: დიეგო დეისაძე (ტორპედო ქუთაისი), ნიკოლოზ ჩიქოვანი (უოტფორდი, ინგლისი), ლუკა პარკაძე (აუსტრია ზალცბურგი, ავსტრია).