რა შეფასება დაიმსახურა ოთარ კიტეიშვილმა ბოდო გლიმტთან მატჩში?
3 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში ოთარ კიტეიშვილის შტურმმა ბოდო გლიმტს 2:1 მოუგო (2 მატჩის ჯამში შტურმი მეტოქესთან 2:6 დამარცხდა).
ქართველმა ფეხბურთელმა ავსტრიული გუნდის ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და მოედანი 58-ე წუთზე დატოვა.
კიტემ Sofascore-სგან 6.8-ქულიანი შეფასება მიიღო. 29 წლის ნახევარმცველმა, რომელიც ბურთს სულ 37-ჯერ შეეხო, 2-დან 2 დუელი მოიგო და 31-დან 25 (81%) ზუსტი გადაცემა გააკეთა.
6.7 ქულით შეაფასა კიტეიშვილის თამაში Flashscore-მა.
ბოდო გლიმტმა ჩემპიონთა ლიგის საგზური გაიფორმა, შტურმი კი ბრძოლას ევროპა ლიგაზე გააგრძელებს.