Belive

რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამ სასუოლოსთან მატჩში?

8 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

სერია A-ს მე-2 ტურში ,,ნაპოლიმ'' ,,სასუოლოს'' უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

მატჩში 61-ე წუთზე სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც საგოლე გადაცემა მიითვალა.

კვარამ WhoScored-სგან 7,2-ქულიანი შეფასება მიიღო (ყველაზე მეტი შეცვლაზე შემოსულ ფეხბურთელებს შორის).

ქართველი შემტევი ბურთს სულ 31-ჯერ შეეხო, კარისკენ ერთხელ დაარტყა და 23-დან 22 (96%) ზუსტი გადაცემა გააკეთა.

Sofascore-მა ხვიჩას თამაში 7,4 ქულით შეაფასა, Flashscore-მა კი - 7,5-ით.

,,ნაპოლი'' მომავალ შეხვედრას 2 სექტემბერს, ,,ლაციოს'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები