პარიზი გამარჯვებულებს ეგებება - საჩემპიონო მსვლელობა დაწყებულია
ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული პსჟ სამშობლოში დაბრუნდა და დედაქალაქის ქუჩებში საზეიმო მსვლელობას მართავს.
თვითმფრინავიდან თასი გუნდის კაპიტანმა და პრეზიდენტმა ერთობლივად ჩამოიტანეს და უპირველესად აეროპორტში შეკრებილებს წარუდგინეს.
Nos champions sont à Paris ! 👋❤️💙@qatarairways pic.twitter.com/F5H7b4mv8W
— Paris Saint-Germain (@PSG_inside) June 1, 2025
საჩემპიონო მსვლელობა ქალაქის ქუჩებში გაგრძელდა, სადაც გუნდს უამრავი გულშემატკივარი დახვდა. ავტობუსით თასის წარდგენის ბოლო წერტილი ტრიუმფალური თაღი იყო, აქედან გუნდი რეგლამენტით გათვალისწინებულ სცენარს გაჰყვება და ქვეყნის ოფიციალურ პირებსაც შეხვდებიან.
ბოლოს პარი სენ-ჟერმენი საკუთარ სტადიონზე, პარკ დე პრენსზე მივა, სადაც ზეიმის ბოლო ეტაპი იქნება და კლუბის ისტორიაში ჩემპიონთა ლიგის პირველი თასი ბინას დაიდებს.
Moments de partage entre Ousmane et les supporters 🫶 pic.twitter.com/zP9eg2Xb3t
— Paris Saint-Germain (@PSG_inside) June 1, 2025