Belive

რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამ რეალთან მატჩში?

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში ,,რეალმა'' ,,ნაპოლის'' უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა.

ნეაპოლური გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც მოედანზე 90 წუთი გაატარა.

კვარამ Sofascore-სგან 6.7-ქულიანი შეფასება მიიღო, რითაც ნეაპოლელთა რიგებში ანგისას, სიმეონესა და დი ლორენცოს ჩამორჩა.

ქართველმა შემტევმა, რომელიც ბურთს სულ 57-ჯერ შეეხო, კარისკენ სამჯერ დაარტყა, 16-დან 6 დუელი მოიგო და 34-დან 29 (85%) ზუსტი გადაცემა გააკეთა.

6,6 ქულით შეაფასა ხვიჩას თამაში Whoscored-მა.

5 ტურის შემდეგ ,,ნაპოლის'' 7 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციაზეა. ბოლო ტურში ,,პარტენოპეი'' უშუალო კონკურენტს, ,,ბრაგას'' უმასპინძლებს და თუ 2-ბურთიანი (ან მეტი) სხვაობით არ წააგებს, პლეი-ოფის საგზურს გაიფორმებს.

ვალტერ მაცარის გუნდი მომავალ შეხვედრას კვირას, 3 დეკემბერს, სერია A-ში, ,,ინტერის'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები