რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამ ნანტთან მატჩში?
7 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საფრანგეთის ლიგა 1-ის 30-ე ტურში ,,ნანტმა'' ,,პარი სენ ჟერმენს'' უმასპინძლა, მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.
პარიზული გუნდის ძირითად შემადგენლობაში ითამაშა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც მოედანზე 71 წუთი გაატარა.
ხვიჩამ Sofascore-სგან 6.9-ქულიანი შეფასება დაიმსახურა. ქართველმა შემტევმა, რომელიც ბურთს სულ 61-ჯერ შეეხო, 7-დან 2 დუელი მოიგო და 53-დან 48 ზუსტი გადაცემა გააკეთა (91%).
6.4 ქულით შეაფასა კვარაცხელიას თამაში Whoscored-მა, 6.6 ქულით კი - Flashscore-მა.
ლუის ენრიკეს გუნდი მომავალ შეხვედრას პარასკევს, 25 აპრილს, ,,ნიცას'' წინააღმდეგ გამართავს.