Belive

ხვიჩა კვარაცხელიას შეფასება ლილის წინააღმდეგ

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-18 ტურის შეხვედრაში პარი სენ-ჟერმენმა ლილი 3:0 დაამარცხა. მატჩში დუბლი შეასრულა უსმან დემბელემ, ფრანგმა ჯერ მე-13 წუთზე, ხოლო შემდეგ 64-ე წუთზე გაიტანა, შეხვედრის ბოლო 90+3 წუთზე საბოლოო ანგარიში ბრედლი ბარკოლამ დააფიქსირა.

ხვიჩა კვარაცხელიამ თამაში ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და 63-ე წუთზე შეცვალეს. ქართველმა ფეხბურთელმა, 9 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 3-ში გაიმარჯვა, ბურთს 47-ჯერ შეეხო, 3-ჯერ ჰქონდა დრიბლინგის მცდელობა და 2 წარმატებული გამოდგა, 39 გადაცემიდან 32 ზუსტად შეასრულა (82%).

ხვიჩა კვარაცხელიას შეფასება სხვადასხვა სპორტული საიტების მიხედვით:

  • Sofascore - 6.8

  • Flashscore - 6.6

  • Whoscored - 6.6

პარი სენ-ჟერმენი საფრანგეთის ლიგა 1-ის ცხრილში 42 ქულით ჯერჯერობით პირველ ადგილზეა, მე-2 ადგილზე მყოფ ლანსს 40 ქულა აქვს და 1 თამაშით ნაკლები. მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ეგიდით 21 იანვარს გამართავს, პსჟ-ს მეტოქე გიორგი ქოჩორაშვილის სპორტინგი იქნება.

ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში 3 გოლი და 3 საგოლე გადაცემა აქვს.

სხვა სტატიები