Belive

რა შეფასება დაიმსახურა გიორგი მიქაუტაძემ ალმერესთან მატჩში?

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ერედივიზიონის მე-12 ტურში ,,ალმერემ'' ,,აიაქსს'' უმასპინძლა, მატჩი ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა.

ამსტერდამული გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო გიორგი მიქაუტაძე, რომელიც მოედნიდან პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ გაიყვანეს.

ქართველმა ფეხბურთელმა SofaScore-სგან 6,7-ქულიანი შეფასება დაიმსახურა.

მიქაუტაძემ, რომელიც ბურთს სულ 26-ჯერ შეეხო, 15-დან 11 ზუსტი გადაცემა გააკეთა (73%), კარისკენ ერთხელ დაარტყა და 7-დან 4 დუელი მოიგო.

6.3 ქულით შეაფასა გიორგის თამაში Whoscored-მა.

11 მატჩის შემდეგ, ამსტერდამელებს 12 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილის მე-12 პოზიციაზე არიან. მიქაუტაძის გუნდი მომავალ მატჩს 26 ნოემბერს, ,,ვიტესის'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები