Belive

რა შეფასება დაიმსახურა გიორგი მამარდაშვილმა მალიორკასთან შეხვედრაში?

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლა ლიგის მე-9 ტურში ,,მალიორკამ'' ,,ვალენსიას'' უმასპინძლა, მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

,,ღამურების'' ძირითად შემადგენლობაში იყო გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც SofaScore-სგან 7,4-ქულიანი შეფასება დაიმსახურა, რითაც ქართველი მეკარე საკუთარ გუნდში მხოლოდ სელიმ ამალასა (7,5) და პეპელუს (7,9) ჩამორჩა.

მამარდაშვილმა მეტოქის დარტყმა ოთხჯერ მოიგერია და ბურთს სულ 30-ჯერ შეეხო.

7,3 ქულით შეაფასა ქართველი მეკარის თამაში Whoscored-მა, უფრო მაღალი შეფასება ამალამ (7,6), პეპელუმ (7,8) და ტიერი კორეიამ (7,4) მიიღეს.

9 ტურის შემდეგ, ,,ვალენსია'' 11 ქულით სატურნირო ცხრილის მე-9 პოზიციაზეა. მამარდაშვილის გუნდი მომავალ შეხვედრას 23 ოქტომბერს, ,,კადისთან'' შინ გამართავს.

სხვა სტატიები