Belive

რა შეფასება დაიმსახურა გიორგი მამარდაშვილმა კადისთან შეხვედრაში?

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლა ლიგის მე-10 ტურში ,,ვალენსიამ'' ,,კადისს'' უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

,,ღამურების'' ძირითად შემადგენლობაში იყო გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც SofaScore-სგან 8-ქულიანი შეფასება დაიმსახურა, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელია.

მამარდაშვილმა მეტოქის დარტყმა ოთხჯერ მოიგერია, ბურთს სულ 32-ჯერ შეეხო და 17-დან 12 (71%) ზუსტი გადაცემა გააკეთა.

ასევე ყველაზე მაღალი - 7.8 ქულით შეაფასა ქართველი მეკარის თამაში Whoscored-მა.

10 ტურის შემდეგ, ,,ვალენსია'' 14 ქულით სატურნირო ცხრილის მე-8 პოზიციაზეა. მამარდაშვილის გუნდი მომავალ შეხვედრას 29 ოქტომბერს, ,,ბილბაოსთან'' სტუმრად გამართავს.

სხვა სტატიები