Belive

,,ჩვენი გუნდის წევრის შეცდომა ჩვენვე გამოვასწოროთ'' - გიორგი მამარდაშვილი

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ფედერაციის მიერ დაშვებულ შეცდომას, რომლის გამოც ხვიჩა კვარაცხელიას ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალური მატჩის გამოტოვება მოუწევს, ეროვნული ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი გამოეხმაურა:

,,დასანანი შეცდომა იქნა დაშვებული, რომელმაც როგორც ფეხბურთელებს, ასევე გულშემატკივარს, გული დაგვწყვიტა.

ვფიქრობ, ამ ყველაფრის გამოსწორება, როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ, მხოლოდ ერთიანობით არის შესაძლებელი.

რა თქმა უნდა, ხვიჩას დანაკლისი პლეი-ოფის შეხვედრაში უდიდესი იქნება, მაგრამ თითოეული ფეხბურთელი მაქსიმალურს გავაკეთებთ, რომ 21 მარტის თამაში წარმატებით დავასრულოთ ჩვენი ქვეყნისთვისა და ჩვენი თანაგუნდელებისთვის.

ჩვენი გუნდის წევრის შეცდომა ჩვენვე გამოვასწოროთ ერთიანობით.

ყველას ველოდებით ჩვენი ნაკრების ერთ-ერთ ისტორიულ შეხვედრაზე!'' - წერს გიორგი მამარდაშვილი სოციალურ ქსელში

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქე ლუქსემბურგი იქნება. შეხვედრა 2024 წლის 21 მარტს, თბილისში გაიმართება.

  • მეორე ნახევარფინალში საბერძნეთი ყაზახეთს შეხვდება

  • ფინალური მატჩი 26 მარტს ჩატარდება, მასპინძელი კი 23 ნოემბერს გაირკვევა.

სხვა სტატიები