Belive

რა მდგომარეობაა მიქაუტაძის ტრანსფერთან დაკავშირებით?

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"აიაქსსა" და "მეცს" შორის გიორგი მიქაუტაძეზე შეთანხმების შესახებ ჭორები ბოლო დროს ხშირად ვრცელდებოდა, მაგრამ ჯერ-ჯერობით ჰოლანდიური წყაროების მიხედვით ამსტერდამულ კლუბთან შეთანხმება მიღწეული არ არის.

ფრანგული გამოცემა letsgometz ქართველ ფორვარდზე წერს და მისი კარიერის განვითარებას უსვამს ხაზს. 2022/23 წლების სეზონის ლიგა 2-ის საუკეთესო მოთამაშეს ცოტა დრო ეძლევა "აიაქსის" შემადგენლობაში და როგორც ჩანს გიორგი მიქაუტაძე დარჩენილი სეზონისთვის მთავარი მწვრთნელის გეგმებში აღარ ჯდება. ჰოლანდიელი ჟურნალისტის, ტიმ ვან დიუინის ინფორმაციით, მიქაუტაძეს სურს დაბრუნდეს და სეზონი "მეცში" დაასრულოს, მაგრამ "აიაქსის" ლიდერები ჯერჯერობით არ ჩქარობენ და ელოდებიან როგორ განვითარდება მოვლენები.

როგორც "მეცის" მთავარმა მწვრთნელმა ლასლო ბოლონიმ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ქართველი თავდამსხმელის დასაბრუნებლად ფრანგული გუნდი ყველაფერს აკეთებს.

მე ვხედავ, რომ ჟორჟი იტანჯება ამსტერდამულ გუნდში. ეს მდგომარეობა ჩემთვის ოჯახის წევრის ავად ჰყოფნას ჰგავს. "მეცში" განსაკუთრებული წელი გვქონდა, მასთან ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს. ვნანობ, რომ წავიდა და იმედი მაქვს, რომ დაბრუნდება. - ლასლო ბოლონი

სხვა სტატიები