Belive

რა ხდის ბარსელონას განსაკუთრებულს? - ტიერი ანრის საინტერესო პასუხი

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,პარი სენ ჟერმენისა'' და ,,ბარსელონას'' მატჩამდე, ტიერი ანრის ჰკითხეს, რა ეხმარება კატალონიურ გუნდს იმაში, რომ განსაკუთრებული იყოს:

,,ბარსელონაში საუბრობენ არა მხოლოდ მოგებაზე, არამედ იმაზე თუ როგორ თამაშობენ... ეს მისიასავითაა - მივანიჭოთ ხალხს სიამოვნება!

თქვენ ნამდვილად უნდა გიყვარდეთ ის, რასაც აკეთებთ. სწორედ ამიტომ, როცა ბარსელონაში იმარჯვებ, ეს კარგი თამაშით უნდა გააკეთო...'' - ტიერი ანრი

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ,,პარი სენ ჟერმენმა'' ,,ბარსელონას'' უმასპინძლა და 2:3 დამარცხდა.

გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 16 აპრილს, კატალონიაში გაიმართება.

სხვა სტატიები