Belive

"რა გამოცდილება აქვს ტენ ჰაგს?" - ზლატანმა მანჩესტერის მწვრთნელი გააკრიტიკა

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ამბობს, რომ გონივრული იქნება თუ "წითელი ეშმაკები" ერიკ ტენ ჰაგს გაუშვებენ. 

ფაქტია, რომ მანჩესტერელების ნიდერლანდელ სპეციალისტს საქმე კარგად არ მისდის. პრემიერ ლიგაში ჩატარებული 7 ტურის შემდეგ, "იუნაიტედის" მხოლოდ ცხრა ქულა აქვს და მე-10 პოზიციას იკავებს. ბოლო 5 შეხვედრიდან "მანჩესტერ სამი წაგებული აქვს. ამ ყველაფრის ფონზე გუნდის მთავარი მწვრთნელის კრიტიკაც ბუნებრივია. ამას თან ერთვის კონფლიქტი ჯეიდონ სანჩოსთანაც, რომელსაც ტენ ჰაგმა გუნდთან ერთად ყოფნა აუკრძალა. 

სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით ისაუბრა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა პირს მორგანთან ინტერვიუში. მისი თქმით, ტენ ჰაგის "მანჩესტერში" ყოფნა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. 

 

რა გამოცდილება აქვს ამ მწვრთნელს? მას მხოლოდ ახალგაზრდა ტალანტებთან უმუშავიათ. "მანჩესტერში" განსხვავებული მენტალიტეტი და მოთამაშეები არიან. აქ ყველა მოთამაშე დიდი ფეხბურთელია.
ის ახლა განსხვავებულ სიტუაციაშია. "აიაქსსა" და "მანჩესტერს" შორის დიდი განსხვავებაა. ორივე გუნდში მითამაშია და ეს კარგად ვიცი. ნიდერლანდებში განსხვავებული მიდგომაა, განსხვავებული დისციპლინა. ის მოდის და "იუნაიტედში" იგივეს აკეთებს. დაუჯერებელია. - განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა
რამდენი დრო უნდა მისცე მწვრთნელს? ეს იმაზეა დამოკიდებული თუ რა სურთ მმართველებს. მაგრამ, თუ გულშემატკივრებს მოვუსმენთ ბევრი დრო არ გვაქვს, რადგან მათ მოგება სურთ. მე მესმის მათი, რადგან "მანჩესტერის" ფანები გამარჯვებას მიჩვეულნი არიან. - თქვა ზლატანმა პირს მორგანთან ინტერვიუში

სხვა სტატიები