ქართველი ფეხბურთელების შეფასება თურქეთთან მატჩში
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-4 ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრები თურქეთთან სტუმრად 4:1 დამარცხდა.
ვებგვერდმა Whoscored.com-მა საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე მაღალი, 7.4-ქულიანი შეფასება ზურიკო დავითაშვილს დაუწერა.
7.7 ქულით ასევე დავითაშვილი გამოარჩია Sofascore-მაც.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების შეფასება Whoscored-ის ვერსიით:
მამარდაშვილი - 5.4
ლოჩოშვილი - 6.1
გოგლიჩიზე - 6.1
გოჩოლეიშვილი - 6.5
კაკაბაძე - 6.7
კიტეიშვილი - 5.5
მექვაბიშვილი - 6
ქოჩორაშვილი - 6.7
დავითაშვილი - 7.4
კვარაცხელია - 6.8
მიქაუტაძე - 5.6
შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელები:
ზივზივაძე - 6.1
გაგნიძე - 6.1
ლობჟანიძე - 6
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების შეფასება Sofascore-ის ვერსიით:
მამარდაშვილი - 6.1
ლოჩოშვილი - 6.3
გოგლიჩიზე - 6.5
გოჩოლეიშვილი - 6.9
კაკაბაძე - 7
კიტეიშვილი - 6.1
მექვაბიშვილი - 6.5
ქოჩორაშვილი - 7
დავითაშვილი - 7.7
კვარაცხელია - 6.8
მიქაუტაძე - 6.3
შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელები:
ზივზივაძე - 6.4
გაგნიძე - 6.4
ლობჟანიძე - 6.6
საქართველოს ნაკრები 3 ქულით სატურნირო ცხრილის მე-3 პოზიციაზეა და მეორეადგილოსან თურქეთს 6 ქულით ჩამორჩება, 12 ქულა აქვს ლიდერ ესპანეთს.
ვილი სანიოლის გუნდი მომავალ მატჩს 15 ნოემბერს, თბილისში, სწორედ ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს.