პსჟ Vs ლორიანი | პარიზული გუნდის სავარაუდო შემადგენლობა
ხვალ პარი სენ ჟერმენი ლორიანთან საფრანგეთის ლიგა 1-ის 32-ე ტურის მატჩს გამართავს.
რამდენიმე ვებგვერდმა შეხვედრის წინ პსჟ-ს სავარაუდო შემადგენლობა გამოაქვეყნა. დიდი ალბათობით, ბაიერნთან ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საპაუსხო მატჩის წინ, ლუის ენრიკე რამდენიმე ლიდერს დაასვენებს:
Goal.com-ის ვერსია | საფონოვი - ზაირ-ემერი, ზაბარნი, პაჩო, ერნანდესი, ბერალდო, ვიტინია, მაიულუ, რამუში, ლი, ბარკოლა
Flashscore-ის ვერსია | საფონოვი - ზაირ-ემერი, ბერალდო, პაჩო, ერნანდესი, რუისი, დრო, ლი, მბაიე, მაიულუ, ბარკოლა.
Whoscored-ის ვერსია | საფონოვი - ერნანდესი, ბერალდო, მენდეში, ზაირ-ემერი, რუისი, დრო, ლი, ბარკოლა, მაიულუ, მბაიე.
პარიზულ კლუბს ტრავმის გამო ჰაკიმი დააკლდება, ზაბარნი და რამუში კი შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებენ.
ლიგა 1-ის 30 მატჩის შემდეგ, ლუის ენრიკეს გუნდს 69 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა, ლორიანი კი 41 ქულით (31 მატჩში) მე-9 ადგილს იკავებს.