პსჟ Vs ლილი | პარიზული გუნდის სავარაუდო შემადგენლობა
1 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
დღეს ღამით (00:00 საათზე), საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-18 ტურში, პარი სენ ჟერმენი ლილს უმასპინძლებს.
რამდენიმე ვებგვერდმა მატჩის წინ პსჟ-ს სავარაუდო შემადგენლობა გამოაქვეყნა:
შევალიე - მარკინიოსი, ზაირ-ემერი, მენდეში, პაჩო, ვიტინია, მაიულუ, დუე, კვარაცხელია, დემბელე, ბარკოლა.
პარიზულ კლუბს ტრავმის გამო ლი, ნევეში და საფონოვი დააკლდებიან, ჰაკიმი და მბაიე კი აფრიკის თასზე ასპარეზობენ.
ლიგა 1-ის 17 ტურის შემდეგ, პსჟ 39 ქულით სატურნირო ცხრილის მე-2 პოზიციაზეა და ლიდერ ლანსს 1 ქულით ჩამორჩება, ლილი კი 32 ქულით მე-4 ადგილს იკავებს.