პსჟ Vs ჩელსი | გუნდების სავარაუდო შემადგენლობები Uefa-ს ვერსიით
ოთხშაბათს ღამით (00:00), ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, პარი სენ ჟერმენი ჩელსის უმასპინძლებს.
უეფას ვებგვერდმა მატჩის წინ გუნდების სავარაუდო შემადგენლობები გამოაქვეყნა. თერთმეტეულში ვერ მოხვდა ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ ასპარეზობს - ქართველი შემტევის ანგარიშზე 4 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.
პსჟ-ის სავარაუდო შემადგენლობა:
საფონოვი - ჰაკიმი, პაჩო, მარკინიოსი, ნუნო მენდეში, ზაიერ-ემერი, ჟოაო ნევეში, ვიტინია, დუე, დემბელე, ბარკოლა.
ჩელსის სავარაუდო შემადგენლობა:
იორგენსენი - ჯეიმსი, ჩალობა, ფოფანა, კუკურელია, კაისედო, ანდრეი სანტოსი, პალმერი, ფერნანდესი, პედრუ ნეტუ, ჟოაო პედრო
პარიზულ კლუბს ტრავმის გამო, შესაძლოა, ფაბიან რუისი და კენტენ ნჯანტუ ვერ დაეხმარონ.
ჩელსის კი ლევი კოლუილი და ჯეიმი გიტენსი დააკლდებიან, საეჭვოა ესტევაოს თამაშიც.