პსჟ Vs ასტონ ვილა - გუნდების სავარაუდო შემადგენლობები Uefa-ს ვერსიით
8 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ოთხშაბათს, 9 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, ,,პარი სენ ჟერმენი'' ,,ასტონ ვილას'' უმასპინძლებს.
უეფას ვებგვერდმა მატჩის წინ, გუნდების სავარაუდო შემადგენლობები გამოაქვეყნა. პარიზულ კლუბს დისკვალიფიკაციის გამო მარკინიოსი დააკლდება.
,,პსჟ-ის'' სავარაუდო შემადგენლობა Uefa.com-ის ვერსიით ასე გამოიყურება:
დონარუმა - ბერალდო, ჰაკიმი, პაჩო, ნუნო მენდეში, ჟოაო ნევეში, ფაბიან რუისი, ვიტინია, ბარკოლა, დემბელე, კვარაცხელია.
,,ასტონ ვილას'' სავარაუდო შემადგენლობა:
მარტინესი - ქეში, კონსა, მინგსი, დინი, კამარა, ტილემანსი, როჯერსი, მაკგინი, რემზი, რაშფორდი.
,,პარი სენ ჟერმენისა'' და ,,ასტონ ვილას'' მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.