პსჟ vs არსენალი ერთი დღე ფინალამდე
ხვალ, 30 მაისს, „პუშკაშ არენაზე“, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ერთმანეთს პარის სენ-ჟერმენი და არსენალი დაუპირისპირდებიან. ლიგა 1-ისა და პრემიერ ლიგის ჩემპიონებმა პლეი-ოფი წარმატებით გაიარეს და ახლა მთავარი ევროპული ტიტულის მოსაპოვებლად, ერთი თამაშის მოგებაღა აშორებთ. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ არც პსჟ-ს და არც არსენალს, პლეი-ოფში, არც ერთი თამაში არ წაუგიათ.
პსჟ, ფინალამდე, ჯერ ლონდონის ჩელსის, შემდეგ ლივერპულს, ხოლო ნახევარფინალში, ბაიერნს დაუპირისპირდა. ამ 6 თამაშიდან, პარიზელებმა 5 მოიგეს და ერთი ფრე ითამაშეს ნახევარფინალის განმეორებით შეხვედრაში, „ალიანც არენაზე“, მიუნხენელთა წინააღმდეგ. აღნიშნული ფინალი საინტერესოა იმითაც, რომ ერთმანეთს, ერთ-ერთი ყველაზე შემტევი და დაცვითი გუნდები ხვდებიან. მერვედფინალიდან მოყოლებული, პარიზელებს 18 გოლი აქვთ გატანილი და ამ შედეგით, მეორე ადგილზე არიან. პირველზე ბაიერნია 21 გოლით. ჯერჯერობით, არ არის ცნობილი ითამაშებენ თუ არა ფინალში უსმან დემბელე და აშრაფ ჰაკიმი. დემბელეს ფეხის ტრამვა ჰქონდა. ბოლო ცნობებით, გადამწყვეტი თამაშის წინ, მის დაბრუნებას ელოდებიან, მაგრამ ეს ინფორმაცია, ოფიციალურად, ჯერჯერობით არ დადასტურებულა. რაც შეეხება მაროკოელს, მას ბარძაყის ტრამვა აწუხებდა. ისიც ახლოსაა ფინალში თამაშთან, მაგრამ არც ისაა გამორიცხული, რომ მის მაგივრად, დაცვაში, ზაირი ემერი ვიხილოთ.
PSG or Arsenal will lift the UEFA Champions League trophy tomorrow. pic.twitter.com/7rp2fjywu0
— EuroFoot (@eurofootcom) May 29, 2026
რაც შეეხება არსენალს, ლონდონელებმა, ფინალამდე ლევერკუზენის, სპორტინგისა და მადრიდის ატლეტიკოს ბარიერები წარმატებით გადალახეს. დღესდღეობით, მიკელ არტეტას გუნდი, დაცვაში, ევროპაში, ერთ-ერთი საუკეთესოა. ამაზე ჩემპიონთალიგური სტატისტიკაც მეტყველებს. არსენალს, პლეი-ოფის ფაზაში, ორად ორი გოლი აქვს გაშვებული. მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად, შეტევაში, ლონდონელები დიდად არ გამოირჩევიან და ზუსტად იმდენივე გოლი აქვთ გატანილი, რამდენი შეხვედრაც პლეი-ოფში ჩატარებული - 6 ფაქტია, რომ ეს სათამაშო სტილი, მათთვის წარმატებული აღმოჩნდა და ისინი ჩემპიონთა ლიგის ფინალს ითამაშებენ. ლონდონელებს, პარიზელთა მსგავსად, ფინალის წინ, გარკვეული პრობლემები აქვთ. არსენალის მთავარი დანაკლისი ბენ უაითია, რომელიც მუხლის ტრამვის გამო, ფინალს გამოტევებს. ასევე, საინტერესოა ტიმბერის საკითხიც, რომლესაც საზარდულის ტრავმა ჰქონდა, მაგრამ ამის მიუხედავად, ფინალში თამაშის შანსი მაინც აქვს.
ხვალინდელი დღისთვის კი, გუნდების სავარაოდ შემადგენლობა ასე გამოიყურება:
პარის სენ-ჟერმენი: მატვეი საფონოვი, აშრაფ ჰაკიმი (ზაირე ემერი), მარკინიოსი, უილიამ პაჩო, ნუნო მენდეში, ჟოაუ ნევეში, ვიტინია, ფაბიან რუისი, დეზირე დუე, უსმან დემბელე, ხვიჩა კვარაცხელია.
არსენალი: დავიდ რაია, კრისტიან მოსკერა, უილიამ სალიბა, გაბრიელი, რიკარდო კალაფიორი, დეკლან რაისი, მაილს ლუის-კელი, ბუკაიო საკა, მარტინ ოდეგორი (ებერეჩი ეზე), ლეანდრო ტროსარი, კაი ჰავერცი.