Belive

პსჟ თუ არსენალი? ჟირუს ფავორიტის დასახელება სთხოვეს

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლონდონის ,,არსენალის'' ყოფილ თავდამსხმელს, რომელიც ამჟამად ,,ლოს ანჯელესში'' თამაშობს, ,,პსჟ-სა'' და ,,არსენალს'' შორის ფავორიტის დასახელება სთხოვეს:

,,ჩემი გული გაყოფილია... ფრანგი ვარ და ჩემი ქვეყნის კლუბებს ყოველთვის ვგულშემატკივრობ, თუმცა, ასევე, ,,მეთოფეც'' ვარ...

როგორც უნდა დასრულდეს მატჩი, მოხარული ვიქნები და ფინალში ამ წყვილში გამარჯვებულს ვუგულშემატკივრებ. - ოლივიე ჟირუ

დღეს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, ,,პარი სენ ჟერმენი'' ლონდონის ,,არსენალს'' ესტუმრება, მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები