ხვიჩა კვარაცხელია ლიგა 1-ის სიმბოლურ გუნდში მოხვდა | Sofascore
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-11 ტურის შეხვედრაში პარი სენ-ჟერმენმა ნიცა 1:0 დაამარცხა. პარიზელებმა გამარჯვების მოპოვება შეხვედრის ბოლო წამზე მოახერხეს, ხვიჩა კვარაცხელიამ საგოლე გადაცემა გონსალო რამოშს გაუკეთა.
აღნიშნულ შეხვედრაში ქართველმა ფეხბურთელმა ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა და Sofascore-ის სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა.
სრულად საუკეთესო თერთმეტეული ასე გამოიყურება:
მეკარე: ხერონიმო რული (მარსელი) - 9.1
მცველები: სამსონ ბაიდუ (ლანსი) - 9.6, აისა მანდი (ლილი) - 8.4, მალან სარი (ლანსი) - 7.9, ტომას მუნიე (ლილი) - 8.6
ნახევარმცველები: უესლი საიდი (ლანსი) - 8.5, ვალენტინ რონჟიერი (რენი) - 8.1, ვიტინია (პსჟ) - 8.2, ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ) - 9.1
თავდამსხმელები: ჰაბიბ დიალო (მეცი) - 8.1, ესტებან ლეპოლი (რენი) - 9.9