Belive

პსჟ პარკ დე პრენსზე მესის მსოფლიო ჩემპიონობას არ აღნიშნავს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,პარი სენ ჟერმენმა'' გადაწყვიტა, რომ ხვალ, ,,ანჟერთან'' მატჩის წინ, ,,პარკ დე პრენსზე'' ლეო მესის მსოფლიო ჩემპიონობა არ აღნიშნოს. ინფორმაციას Le Parisien-ი ავრცელებს.

პარიზულმა კლუბმა არგენტინელის ტრიუმფი ვარჯიშის წინ იზეიმა და საპატიო კორიდორიც მოუწყო. ,,პსჟ-ის'' სპორტულმა მრჩეველმა, ლუიშ კამპუშმა, ლეოს თასიც გადასცა.

Le Parisien-ის ცნობით, ,,პარი სენ ჟერმენში'' მიიჩნევენ, რომ ასეთი აღნიშვნა საკმარისია, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ფინალიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა.

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა საფრანგეთი პენალტების სერიაში დაამარცხა. მესიმ მატჩში დუბლი გაიფორმა და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

სხვა სტატიები