Belive

არტეტა: ,,ორივე მატჩს თუ შევაფასებთ, მოედანზე პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელი მეკარე იყო''

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლონდონის ,,არსენალის'' მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ, ,,პარი სენ ჟერმეთან'' წაგებულ მატჩზე ისაუბრა:

,,პირველ ყოვლისა, პსჟ-ს ფინალში გასვლას ვულოცავ! ორივე მატჩს თუ შევაფასებთ, მოედანზე მათი საუკეთესო ფეხბურთელი მეკარე იყო. ვფიქრობ, ძალიან ახლოს ვიყავით, იმაზე ბევრად უფრო ახლოს, ვიდრე ეს შედეგმა აჩვენა. ძალიან ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით და იმით, რაც მათ დღეს გააკეთეს.

თუ მოგება გვინდა, რა უნდა გავაკეთოთ? ხანდახან მეტოქეს უბრალოდ ტაში უნდა დაუკრა. ორივე მატჩის მოგება მათმა მეკარემ შეძლო. ორი წლის წინ, არავის სჯეროდა რომ ჩვენი გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გავიდოდა. - მიკელ არტეტა

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში ,,პარი სენ ჟერმენმა'' ,,არსენალს'' უმასპინძლა და 2:1 დაამარცა. შედეგად, პარიზელებმა მეტოქე ორი მატჩის ჯამში 3:1 დაამარცხეს და ფინალის საგზური მოიპოვეს.

,,პსჟ-ს'' მეტოქე მიუნხენურ ფინალში, რომელიც 31 მაისსაა ჩანიშნული, ,,ინტერი'' იქნება.

სხვა სტატიები