Belive

პსჟ-მ ტულუზა დაამარცხა - ხვიჩა კვარაცხელიას შეფასება

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ლიგა 1-ის მესამე ტურის უხვგოლიან მატჩში, ტულუზა პარი სენ-ჟერმენს დაუპირისპირდა და 3:6 დამარცხდა.

პარიზული გრანდის ქართველი ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია სათადარიგოთა სკამზე იყო და მოედანზე 63-ე წუთზე, დეზირე დუეს ნაცვლად შევიდა.

ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე გატარებული დროის განმავლობაში ბურთს 26-ჯერ შეეხო. კვარამ ზუსტი პასების 88%-იანი მაჩვენებელი დააფიქსირა და 4 დუელის მოგებაც შეძლო. Flashscore-მ ხვიჩა კვარაცხელიას თამაში 6.4 ქულით, ხოლო Sofascore-მ 6.5 ქულით შეაფასა.

სხვა სტატიები