ლუის ენრიკე პარი სენ-ჟერმენის მატჩს ტრიბუნიდან მართავს
2 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის 202/26 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში, პარი სენ-ჟერმენი ატალანტას მასპინძლობს და 55-ე წუთისთვის 3:0 იმარჯვებს.
პარიზული გრანდის მთავარი მწვრთნელი, ლუის ენრიკე შეხვედრას ტრიბუნებიდან ადევნებს თვალს და მოედნის უკეთესი ხედვით გასცემს მითითებებს.
შეგახსენებთ, რომ ლუის ენრიკემ ლიგა 1-ის გასულ ტურში, ლანსთან გამართული მატჩის პირველ ტაიმს ტრიბუნიდან ადევნა თვალი და ინტერვიუში იმ უპირატესობებზე ისაუბრა, რომელიც მოედნის ხედვის მხრივ, რაგბის მწვრთნელებს გააჩნიათ. პარიზული გრანდის მთავარმა მწვრთნელმა ასევე აღნიშნა, რომ მომავალში ამ მეთოდს აუცილებლად გამოიყენებდა და როგორც ჩანს ეს ატალანტას წინააღმდეგ მიმდინარე მატჩის მართვაში იდეალურად ეხმარება.