პსჟ-მ მონაკოსთან მატჩი ჩააგდო | ხვიჩა კვარაცხელიას შეფასება
ლიგა 1-ის 25-ე ტურში პსჟ-მ მონაკოს უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ეს გუნდები ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის პლეი ინში დაუპირისპირდნენ და იქ ორი მატჩის ჯამში, მერვედფინალში გასვლა პსჟ-მ მოახერხა (3:2/2:2). პარიზელები დამაჯერებლები არც იმ შეხვედრებში ყოფილან, მონაკოს ორივე მატჩში კაცი გაუძევეს და გუნდები არათანაბარ სიტუაციაში აღმოჩნდნენ.
დღევანდელი დაპირისპირება ძირითად შემადგენლობაში დაიწყო ხვიჩა კვარაცხელიამ - პირველი წუთებიდან ის მარცხენა ფლანგზე თამაშობდა, თუმცა შესვენებამდე მან და ბარკოლამ ადგილები მაინც გაცვალეს. ანგარიში 27-ე წუთზე გაიხსნა, ზაირ-ემერის შეცდომის შემდეგ, აკლიუშმა საფონოვს 'აუღებელი' დაურტყა. მეორე ტაიმში მონაკოს მწვრთთნელმა მოოედანნზე გოლოვინი შემოიყვანა და რუსმა ფეხბურთელმა პირველივე შეხებით გაუტანა თანამემამულეს. ბარკოლამ ანგარიშის სხვაობა შეამცირა, თუმცა მალევე ბალოგუნმა ისევ აღადგინა 2-ბურთიანი უპირატესობა.
ლუის ენრიკემ მე-60 წუთზე სამმაგი ცვლილება გააკეთა და ერთ-ერთი, ვინც მოედნიდან გავიდა ხვიჩა იყო - ქართველმა საკმაოდ განსხვავებული შეფასებები მიიღო, მაგალითისთვის: WHOSCORED-მა მას 6.2 ქულა დაუწერა, SOFASCORE-მა კი - 7.0.
პსჟ 21 მარტს ნიცასთან, სტუმრად ითამაშებს, იქამდე კი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში ჩელსის მიიღებს.
C'est terminé au Parc des Princes. #PSGASM (1-3) | #Ligue1 pic.twitter.com/GJ1fvz9Gsl
— Paris Saint-Germain (@PSG_inside) March 6, 2026