Belive

პსჟ 1/4 ფინალშია | რა შეფასება დაიმსახურა კვარაცხელიამ ინტერ მაიამისთან?

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის 1/8 ფინალში პსჟ ინტერ მაიამის დაუპირისპირდა და როგორც მოსალოდნელი იყო, მარტივად დაამარცხა (4:0). ხვიჩა კვარაცხელიამ შეხვედრა სრულად ჩაატარა.

მატჩმა ისეთი მიმდინარეობა შეიძინა, რომ მეორე ტაიმმა აზრი თითქმის სრულად დაკარგა. ანგარიში მე-6 წუთზე ჟოაუ ნევეშმა გახსნა. იმავე ნევეშმა დუბლი 39-ე წუთზე შეასრულა. 44-ე წუთზე დუემ საკუთარ კარში ავილეს გაატანინა, დამატებით წუთებზე კი პსჟ-მ კიდევ ერთი გაიტანა - ამჯერად გოლი ჰაკიმის ანგარიშზეა.

მეორე ტაიმში პარიზელები მატჩს სრულად აკონტროლებდნენ, თუმცა მწვავე შეტევებზე აღარ მიდიოდნენ და ანგარიშიც აღარ შეცვლილა. ხვიჩა პასების სიზუსტის 96%-იანი მაჩვენებელი ჰქონდა. ერთი დიდი შანსი ბარკოლას შეუქმნა, თავად კი კარის ჩარჩოში ერთხელ დაარტყა. ქართველის შეფასება 7.1-დან 7.3-დეა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ჟოაუ ნევეში დასახელდა. პსჟ 1/4 ფინალში ფლამენგოსა და ბაიერნის წყვილში გამარჯვებული შეხვდება.

სხვა სტატიები