პრობლემები უნგრეთის ნაკრებში - როსის გუნდს კიდევ 2 ფეხბურთელი გამოაკლდა
უნგრეთის ეროვნულ ნაკრებს ერთა ლიგის მატჩებში როლანდ შალაი (გალათასარაი) და კალუმ სტაილსი (ვესტ ბრომვიჩი) ვერ დაეხმარებიან. ინფორმაციას უნგრეთის ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.
მარკო როსის გუნდი ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ მატჩს პარასკევს, 25 სექტემბერს, უკრაინის წინააღმდეგ გამართავს.
როგორც უნგრული მედია წერს, შეტევის ხაზში პრობლემები სულ უფრო და უფრო იზრდება. ყველაფერი ბარნაბას ვარგას ტრავმით დაიწყო, რომელსაც, სავარაუდოდ, 3-4 კვირა გაუცდება. მის შემცვლელად მთავარმა წვრთნელმა დონატ ბარანი გამოიძახა, რომელიც დენ ჰააგში თამაშობს.
რაც შეეხება შალაისა და სტაილსს, მარკო როსიმ მათ ნაცვლად ჟოლტ ნადსა (პუშკაშ აკადემია) და მილან ტოთს (ვაშაში) უხმო.
უნგრელთა განაცხადი ასე გამოიყურება:
მეკარეები: გუნდელ-ტაკაჩი (ზალაეგერსეგი), არმინ პეჩი (ჰარტბერგი), ბალაშ ტოთი (ბლექბერნი);
მცველები: ბენდეგუჟ ბოლა (რაპიდი), მარკ ჩინგერი (გრონინგენი), არონ დოკტორიში (ვაშაში), მილოშ კერკეზი (ლივერპული), აკოშ მარკგრაფი (კოპენჰაგენი), ვილი ორბანი (ლაიფციგი), ატილა ოსვატი (ფერენცვაროში), ჟოლტ ნადი (პუშკაშ აკადემია), კორნელ შჟუჩი (ვოივოდინა), ბენჩე ვარკონი (ყარაბაღი);
ნახევარმცველები: არონ ჩონგვაი (სენტ-ეტიენი), ანდრაშ შაფერი (უნიონ ბერლინი), დომინიკ სობოსლაი (ლივერპული), ტამაშ შჟუჩი (ფამალიკაო), ალექს ტოთი (ბორნმუთი), რაიმუნდ ტოთი (ქონიასპორი), მილან ვიტალიში (აეკი);
თავდამსხმელები: გაბორ იურეკი (მტკ ბუდაპეშტი), დანიელ ლუკაში (პუშკაშ აკადემია), დამირ რეჯიჩი (ზალცბურგი), მილან ტოთი (ვაშაში), იოჟეფ შალაი (პაკში), დონატ ბარანი (დენ ჰააგი)
უნგრეთის ნაკრების განრიგი:
25 სექტემბერი | უნგრეთი - უკრაინა
28 სექტემბერი | ჩრდ. ირლანდია - უნგრეთი
2 ოქტომბერი | უნგრეთი - საქართველო
5 ოქტომბერი | უკრაინა - უნგრეთი
Sérülés miatt Sallai Roland és Styles Callum sem csatlakozik a férfi A-válogatott keretéhez. Helyettük Nagy Zsolt, a @puskas_akademia és Tóth Milán,a @Vasas_FC játékosa kapott meghívót Marco Rossi szövetségi kapitánytól. #csakegyutt #magyarok #HUNUKR #NIRHUN #HUNGEO #UKRHUN
— MLSZ (@MLSZhivatalos) September 21, 2026