ინგლისის ნაკრებს ტრავმის გამო 5 ფეხბურთელი გამოაკლდა
1 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ტრავმების გამო ინგლისის ნაკრები ხუთმა ფეხბურთელმა დატოვა,
ინგლისელთა განაცხადს კოულ პალმერი, დეკლან რაისი, მარკუს რაშფორდი, კობი მაინუ და ვალენტინო ლივრამენტო გამოაკლდნენ.
მთავარმა მწვრთნელმა, თომას ტუხელმა კი მათ ნაცვლად ევერტონისა და ნოტინგემ ფორესტის ნახევარმცველები - ჯეიმს გარნერი და მორგან გიბს-უაიტი გამოიძახა.
სექტემბერსა და ოქტომბერში ინგლისის ნაკრები უეფას ერთა ლიგის ოთხ მატჩს გამართავს: ორჯერ ჩეხეთს შეხვდება (29 სექტემბერს და 6 ოქტომბერს), უმასპინძლებს ესპანეთს (26 სექტემბერს) და ესტუმრება ხორვატიას (3 ოქტომბერს).
BREAKING: Five players have been ruled out of England's squad for the upcoming Nations League fixtures due to respective injury issues 🚨 pic.twitter.com/Q4A2Wa8aUH
— Sky Sports News (@SkySportsNews) September 21, 2026