პრემიერლიგის კლუბებს შეუძლიათ უარი თქვან ახალი წესების დაცვაზე
გასულ თვეს დადასტურდა, რომ პრემიერლიგის ამ სეზონში რამდენიმე ახალი წესი შემოვა, რათა მაუწყებლებს მეტი წვდომა ჰქონდეთ 'შიდა სამზარეულოზე'.
დამატებები მოიცავს მოთამაშეებთან ან მწვრთნელებთან ინტერვიუებს (შეცვლილ მოთამაშეებთანაც) - პირველი ტაიმის შესვენებისას და თამაშის მიმდინარეობისას.
ოპერატორებს შეეძლებათ მოედანზე შესვლა, რათა გოლების შემდეგ აღნიშვნის მეტი ახლო ხედის კადრები გადაიღონ. გარდა ამისა, Sky Sports-თან და TNT Sports-თან ახალი შეთანხმების ფარგლებში, ოპერატორებს გასახდელებში შესვლის უფლებაც ექნებათ.
ერთადერთ წვდომაზე, რომელზე უარის თქმის უფლებაც გუნდებს ექნებათ, ეს ტელევიზიის გასახდელში შეშვებაა, მხოლოდ ერთი პირობით - თუ ისინი მატჩს წააგებენ. ოპერატორებს არ შეეძლებათ ხმის ჩაწერაც, თუ ამას კლუბი მოითხოვს.
Premier League clubs have special loophole around new US-style broadcast featurehttps://t.co/4yM1ugNujl
— talkSPORT (@talkSPORT) July 30, 2025