პრემიერ ლიგის რამდენიმე გუნდი პსჟ-ს ფეხბურთელით ინტერესდება
სენეგალის ნაკრებისა და პარი სენ-ჟერმენის ახალგაზრდა ფეხბურთელით, იბრაჰიმ მბაიეთი, რამდენიმე ინგლისური კლუბია დაინტერესებული. 18 წლის თავმდამსხმელს ლიდსი, ასტონ ვილა, ნიუკასლი და ევერტონი აკვირდება.
მბაიეს, ამ ეტაპზე, ლიგა 1-ში 33 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. მის მიმართ ინტერესი, განსაკუთრებით, მსოფლიო ჩემპიონატის დროს გაიზარდა. მბაიემ, 2026 წლის მუნდიალი კარგად ჩაატარა და სადებიუტო შეხვედრაში, საფრანგეთსაც გაუტანა.
TeamTalk-ის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ფრანგული კლუბი ახალგაზრდა ფეხბურთელს ძალიან აფასებს, პსჟ-ში აცნობიერებენ, რომ შეტევაში არსებული უდიდესი კონკურენციის გამო, 18 წლის ტალანტს, რეგულარული სათამაშო დროის მიღება გაუჭირდება.
როგორც ცნობილია, მაბიეს თაობაზე, პარი სენ-ჟერმენს, ბორნმუთმაც მიმართა. მაგრამ ჯერჯერობით, მის ტრანსფერზე ოფიციალური განცხადება არც ერთი მხრიდან არ გაკეთებულა.
🚨🥇| JUST IN: Ibrahim Mbaye’s desired destination this summer would be a move to the Premier league.
— PSG Report (@PSG_Report) July 8, 2026
The club would then free up a further attacking slot in the hierarchy. — PSG’s valuation is set at € 40-50M. @lequipe pic.twitter.com/ilivw4JEn0
მბაიეს პოტენციალს ბევრი ადამიანი ამჩნევს. მასზე, გასულ წელს, აფრიკის ერთა თასის მსვლელობისას, სადაც სენეგალმა კონგო დაამარცხა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავარმა მწვრთნელმა, სებასტიან დესაბრმაც ისაუბრა.
იბრაჰიმ მბაიეს მოედანზე შემოსვლამ თამაშის სურათი შეცვალა. ის ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია. მისმა სისწრაფემ და ტექნიკამ სერიოზული პრობლემები შეგვიქმნა. - სებასტიან დესაბრი
გარდა დესაბრისა, ახალგაზრდა ტალანტზე, სენეგალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, პაპ ტიავიმაც გააკეთა კომენტარი.
მას განვითარების უზარმაზარი პოტენციალი აქვს. უკვე არაერთი ტიტული მოიგო. ის შესანიშნავ კლუბში, ძალიან კარგი ხელმძღვანელის ხელში ვითარდება. - პაპ ტიავი
ლუის ენრიკემ რომ საკუთარ ფეხბურთელებთან სწორი და პროფესიონალური მიდგომით გამოირჩევა ეს ახალი ამბავი არ არის. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მბაიეს სათამაშო დრო, მხოლოდ თამაშის მიწურულს, ბოლო რამდენიმე წუთი ეძლევა, ეს მართლაც ზრდის იმის ალბათობას, რომ 18 წლის ტალანტი, ახლო მომავალში, ახალ გუნდში ვიხილოთ.