Belive

"პრემიერ ლიგის ექვსეულისთვის მებრძოლ კლუბებს აინტერესებთ" - ბრიტანული მედია მიქაუტაძეზე წერს

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრიტანული მედია საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის და საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირის, გიორგი მიქაუტაძის შესახებ საუბრობს და წერს, რომ ის ინგლისის პრემიერ ლიგის წარმომადგენელი კლუბების ინტერესების სფეროში შედის.

"საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირი, გიორგი მიქაუტაძე 43 მატჩში გატანილი 25 გოლით, მიუხედავად იმისა, რომ შედარებით უცნობია, პრემიერ ლიგის კლუბების ყურადღებას იპყრობს.

გამოცდილმა ჟურნალისტმა, ჯონათან ჯონსონმა დაადასტურა, რომ ქართველი თავდამსხმელი რამდენიმე ევროპული გუნდისთვის არის საინტერესო და დასძინა, რომ პრემიერ ლიგის ინტერესი, როგორც ჩანს, ყველაზე მეტად იმ კლუბებიდან მოდის, რომლებიც ოთხეულში შეღწევას ცდილობენ. იმ შემთხვევაში, თუ "მეცი" ლიგა 1-ში აღზევებას ვერ მოახერხებს, მიქაუტაძე შესაძლოა 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ იყოს ხელმისაწვდომი", - წერს topcrnr.com-ი.

გიორგი მიქაუტაძეს საფრანგეთის ლიგა 2-ში 23 გატანილი გოლი და 7 საგოლე პასი აქვს და ბომბარდირთა დავას ერთპიროვნულად ლიდერობს.

სხვა სტატიები