Belive

პრემიერ ლიგის 20 საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი - სად არიან ახლა ისინი?!

1 წლის წინ ფეხბურთი
11 წთ
2013 წლის აგვისტოში "BBC Sport"-მა პრემიერ ლიგის 20 ახალგაზრდა ფეხბურთელის სია გამოაქვეყნა, რომლებსაც იმ სეზონში უნდა დავკვირვებოდით. მომავალში მათ უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. თითოეული კლუბიდან ერთი ახალგაზრდა ფეხბურთელის შერჩევით, გულშემატკივარს სთხოვეს დაესახელებინა ვარსკვლავი, რომელსაც შეადარებდნენ. მოდით ვნახოთ, სად არიან ცხრა წლის შემდეგ, 2013 წლის პრემიერ ლიგის საუკეთესო ახლაგაზრდა ფეხბურთელები.

20. გედიონ ზელალემი 

  • 2013 წელს ირიცხებოდა - "არსენალში"
  • ადარებდნენ - ანდრეს ინიესტასა და ჩავის
  • ახლა თამაშობს"ნიუ-იორკ სიტიში" 
გედიონ ზელალემი ახლა 25 წლის არის, 16 წლის ასაკში კი პრემიერლიგაში ერთ-ერთ საუკეთესო ტალანტად ითვლებოდა. 2013 წელს BBC-მ დაწერა, რომ მას უნდა დავკვირვებოდით, რადგან მისგან ძალიან დიდი ფეხბურთელი გამოვიდოდა. მას ადარებდნენ ანდრეს ინისტასა და ჩავის. ზელალემმა "არსენალში" ვერაფერს ვერ მიაღწია, "მეთოფეების" რიგებში ოფიციალური თამაშიც კი არ უთამაშია და საბოლოოდ 2015 წელს ჯერ "რეინჯერსში", შემდეგ კი "ვენლოში" იჯარის წესით გადავიდა. 2020 წლიდან დღემდე იგი MLS-ში, კერძოდ კი "ნიუ-იორკ"-ში ირიცხება და 2 წლის განმავლობაში მხოლოდ 14-ჯერ ითამაშა, სადაც თავი ვერც გოლით და ვერც შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

19. გარი გარდერი

  • 2013 წელს ირიცხებოდა - "ასტონ ვილაში"
  • ადარებდნენ - ფრენკ ლამპარდს
  • ახლა თამაშობს - "ბირმინგემში"
30 წლის გარი გარდნერს ჯერ კიდევ კარგი კარიერა აქვს - უბრალოდ არა ინგლისური ფეხბურთის უმაღლეს დონეზე. ნახევარმცველმა "ასტონ ვილა" 2019 წელს დატოვა და "ბირმინგემში" გადავიდა, მას შემდეგ რაც წინა რვა წლის უმეტესი ნაწილი იჯარით, საფეხბურთო ლიგის სხვადასხვა კლუბებში გაატარა.

18. დეკლან ჯონათანი 

  • 2013 წელს ირიცხებოდა - "კარდიფში" 
  • ადარებდნენ - კირან გიბსს
  • ახლა თამაშობს - "ბოლტონში" 
27 წლის დეკლან ჯონმა (ჯონათანმა) უელსის ნაკრებში შვიდჯერ შეძლო თამაში და ნაკრებში დღემდე ირიცხება. მან "კარდიფი " 2017 წელს დატოვა. 2021 წლიდან უელსელი "ბოლტონ უონდერერსის" რიგებში ირიცხება.

17. რუბენ ლოფტუს-ჩიკი

  • 2013 წელს ირიცხებოდა - "ჩელსიში"
  • ადარებდნენ - ფრენკ ლამპარდს
  • ახლა თამაშობს - "ჩელსიში"
ლოფტუს-ჩიკი კიდევ ერთი მოთამაშეა, რომელსაც ფრენკ ლამპარდს ადარებდნენ. იგი კვლავ "ჩელსიშია", მას შემდეგ რაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში "კრისტალ პალასსა" და "ფულემში" იჯარით თამაშობდა. თუმცა, 26 წლის ფეხბურთელს ხშირი ტრავმის პრობლემა აწუხებს და არსებობს იმის საშიშროება, რომ საფეხბურთო კარიერა ნაადრევად დაასრულოს.

16. რეის ალასანი

  • 2013 წელს ირიცხებოდა - "კრისტალ პალასში"
  • ადარებდნენ - ხუან მატას
  • ახლა თამაშობს - "კარშალტონ ატლეტიკი"
ხუან მატა? ეს იყო ჯოჯოხეთურად დიდი შეძახილი. რეის ალასანი,  ინგლისის 17-წლამდელთა ნაკრების ყოფილი ფეხბურთელია. ახლა 26 წლისაა და ინგლისის ლიგაში "კარშალტონ ატლეტიკში" თამაშობს

15. როს ბარკლი

  • 2013 წელს ირიცხებოდა - "ევერტონში"
  • ადარებდნენ - სტივენ ჯერარდს
  • ახლა თამაშობს - "ასტონ ვილაში"
როს ბარკლი ძალიან შთამბეჭდავი იყო, როდესაც  "ევერტონში" პირველად გამოჩნდა. მას სტივენ ჯერარდს ადარებდნენ და ეს ყველაფერი საფუძველს მოკლებული ნამდვილად არ იყო. ლივერპულში დაბადებული ნახევარმცველი "ჩელსიში" 2018 წელს გადავიდა, თუმცა "ასტონ ვილაშია" განათხოვებული. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში "სტემფორდ ბრიჯზე" კლუბისთვის მნიშვნელოვანი გავლენა ვერ მოახდინა, იგი კვლავ ლონდონური კლუბის საკუთრებაა.

14. კაულ ვუდრო

  • 2013 წელს ირიცხებოდა - "ფულემში"
  • ადარებდნენ - ტედი შერინგემს
  • ახლა თამაშობს -  "ლუტონში"
კაული ვუდრომ, რომელიც ახლა 27 წლისაა, "ფულემში" 66 მატჩში მხოლოდ 12 გოლის გატანა მოახერხა. შემდეგ, 2018 წლის აგვისტოში პირველი ლიგის კლუბ "ბარნსლიში" გადავიდა. ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ახლახან დაბრუნდა "ლუტონში", სადაც მისი საფეხბურთო კარიერა დაიწყო.

13. მაქს კლარკი

  • 2013 წელს ირიცხებოდა - "ჰალ სიტიში"
  • ადარებდნენ - იან ვერტონგენს
  • ახლა თამაშობს - "სტივენიჯში"
მაქს კლარკი ჰოლანდიურ "ვიტესში" 2018 წელს გადავიდა და სამი წლის შემდეგ "ჰალ სიტიში" დაბრუნდა. 26 წლის ფეხბურთელმა, რომელიც 2012 წელს ინგლისის 17-წლამდელთა ნაკრებს წარმოადგენდა, ახლახან დატოვა "როჩდეილი" და "სტივენიჯში", ინგლისის მეორე ლიგაში გადავიდა.

12. ჯორდონ იბე

  • 2013 წელს ირიცხებოდა - "ლივერპულში"
  • ადარებდნენ - ჯონ ბარნსს
  • ახლა თამაშობს - "ადანასპორში"
"ბორნმუთისთვის" მნიშვნელოვანი ფაქტი იყო, როდესაც მათ 2016 წლის ივლისში "ლივერპულიდან" ჯორდონ იბეს შესაძენად რეკორდული 15 მილიონი ფუნტი დახარჯეს. თუმცა, ინგლისის 21-წლამდელთა ყოფილმა ფეხბურთელმა მწარე იმედგაცრუება გამოიწვია. იბემ 2021 წელს გამოაცხადა, რომ დეპრესიით იტანჯებოდა. ფეხბურთელი ახლა 26 წლისაა და იმედოვნებს, რომ კარგ სრულყოფილ კარიერას დაუბრუნდება. ამჟმად იბე "ადანასპორთან" ერთად თურქეთის მეორე ლიგაში ასპარეზობს.

11. ხოსე ანხელ პოზო

  • 2013 წელს ირიცხებოდა - "სიტიში"
  • ადარებდნენ - რაულს
  • ახლა თამაშობს - "ალ აჰლიში"
ახლა, 2022 წელს რომ ვუყურებთ ყველას გვეცინება, რომ ხოსე ანხელ პოზოს ერთდროს რაულს ადარებდნენ. 26 წლის ესპანელ ფორვარდს კარიერაში 210 მატჩი აქვს ჩატარებული: "მანჩესტერ სიტიში", "ალმერიაში", "რაიო ვალეკანოსა" და "ალ აჰლიში", სადაც ესპანელმა ფეხბურთელმა ჯამში 19 გოლი გაიტანა.

10. ადნან იანუზაი

  • 2013 წელს ირიცხებოდა - "მანჩესტერ იუნაიტედში"
  • ადარებდნენ - არავის
  • ახლა თამაშობს - "რეალ სოსიედადში"
"მანჩესტერ იუნაიტედში" 2013-14 წლების სეზონში, ადნან იანუზაი საოცრად გამოიყურებოდა. მომდევნო ზაფხულს კი რაიან გიგზმა, ბელგიელ ფეხბურთელს საკულტო 11-ნომრიანი მაისური გადასცა, რაც იმას მიანიშნებდა, რომ ბელგიელ გარემარბზე დიდ იმედებს ამყარებდნენ. მან ვერ შეძლო ლუის ვან გაალის გულის მოგება და იჯარით "დორტმუნდის ბორუსიაში" გადავიდა. ასევე იჯარით გადავიდა "სანდერლენდში", სადაც 25 მატჩში თავი ვერაფრით გამოიჩინა და კვლავ "წითელი ეშმაკების" რიგებში დაბრუნდა. იანუზაი, რომელსაც ბელგიის ნაკრების მაისურით 15-ჯერ უთამაშია, 27 წლის ასაკში თავისუფალი აგენტია. "რეალ სოსიედადში" ღირსეული ხუთწლიანი თამაშის შემდეგ, იგი კლუბს საბოლოოდ დაემშვიდობა.

9. ადამ კემპბელი

  • 2013 წელს ირიცხებოდა - "ნიუკასლში"
  • ადარებდნენ - უეინ რუნის
  • ახლა თამაშობს - "გეითსჰედში"
27 წლის ადამ კემპბელმა "ნიუკასლი" 2015 წელს დატოვა. 2021 წლიდან იგი "გეითსჰედსში" თამაშობს.

8. ჯეიკობ და ჯოშ მერფები

  • 2013 წელს ირიცხებოდნენ - "ნორვიჩში"
  • ადარებდნენ - ეშლი იანგს
  • ახლა თამაშობენ - ჯოშ მარფი - "კარფიფში"; ჯეიკობ მარფი - "ნიუკასლი"
ტყუპმა ძმებმა ჯეიკობმა და ჯოშ მერფებმა, "ნორვიჩი" 2017 და 2018 წლებში დატოვეს. ჯეიკობი ახლა "ნიუკასლში" თამაშობს, ჯოში კი "კარდიფშია".

7. ლუკ შოუ

  • 2013 წელს ირიცხებოდა - "საუთჰემპტონში"
  • ადარებდნენ - გარეთ ბეილს
  • ახლა თამაშობს - "მანჩესტერ იუნაიტედში"
ლუკ შოუ ძალიან დამაჯერებელი იყო "საუთჰემპტონში" თამაშის დროს და 2014 წელს მარცხენა მცველი "მანჩესტერ იუნაიტედში" 30 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გადავიდა. საშინელმა ფეხის ტრავმამ მას თითქმის მთელი 2015-16 წლების სეზონი გამოატოვებინა. მოედანზე დაბრუნების შემდეგ, შოუს ჟოზე მოურინიოსთან უთანხმოება ჰქონდა - პორტუგალიელი მწვრთნელი მას სათამაშო დროს არ აძლევდა და ახლოს იყო "ოლდ ტრაფორდის" დატოვებასთან. თუმცა, მან ხელახლა აღმოაჩინა ნდობა ოლე გუნარ სოლსკიაერის დროს და გახდა მთავარი მოთამაშე როგორც კლუბისთვის, ასევე ეროვნული ნაკრებისთვის.

6. ჯეიმს ალაბი

  • 2013 წელს ირიცხებოდა - "სტოკში"
  • ადარებდნენ - დიდიერ დროგბას
  • ახლა თამაშობს - "მეიდსტონ იუნაიტედში"
ჯეიმს ალაბი, რა თქმა უნდა, არ იყო მომავალი დიდიე დროგბა. 2015 წელს "სტოკიდან" წასული თავდამსხმელი თამაშობდა "იფსვიჩ თაუნში", "ჩესტერში", "ტრანმერში", "ლეიტონ ორიენტში" და "ბრომლიში". 27 წლის ფეხბურთელმა ახლახან მოაწერა ხელი ნაციონალურ ლიგაში "მეიდსტონ იუნაიტედსთან".

5. ჯორდან პიკფორდი

  • 2013 წელს ირიცხებოდა - "სანდერლენდში" 
  • ადარებდნენ - სამირ ჰანდანოვიჩს
  • ახლა თამაშობს - "ევერტონში" 
სამართლიანია იმის თქმა, რომ ჯორდან პიკფორდმა გაამართლა წინასწარმეტყველება და გახდა ერთ-ერთი პირველი მეკარე "ევერტონისა" და ინგლისის ეროვნულ ნაკრებში. 28 წლის ფეხბურთელი მცირედით არასტაბილურია და დაუშვა თავისი წილი შეცდომები წლების განმავლობაში, მაგრამ ის მაინც განვითარდა საუკეთესო მეკარედ.

4. ჯერნეიდ მიდი 

  • 2013 წელს ირიცხებოდა - "სუონსიში"
  • ადარებდნენ - ბენ დევისს
  • ახლა თამაშობს - "დარტფორდში"
ჯერნეიდ მიდი, "არსენალის" ყოფილი ფეხბურთელი, 2014 წელს "სუონსიმ" იყიდა. 29 წლის ფეხბურთელი ბოლოს თამაშობდა "დარტფორდში" და ამჟამად თავისუფალი აგენტია.

3. ტომ კეროლი 

  • 2013 წელს ირიცხებოდა - "ტოტენჰემში"
  • ადარებდნენ - ლუკა მოდრიჩს
  • ახლა თამაშობს - თავისუფალი აგენტია
ტომ კეროლი ღირსეული ფეხბურთელია, მაგრამ არ უნდა იყოს ნახსენები იმავე სულისკვეთებით, როგორც ოქროს ბურთის მფლობელი ლუკა მოდრიჩი. 30 წლის ფეხბურთელი ცოტა ხნის წინ თავისუფალი აგენტი გახდა და დატოვა "იფსვიჩი".

2. საიდო ბერაჰინო

  • 2013 წელს ირიცხებოდა - "ვესტ ბრომვიჩში"
  • ადარებდნენ - დენი ველბეკს
  • ახლა თამაშობს - თავისუფალი აგენტია
საიდო ბერაჰინომ 2014-15 წლების სეზონში "ვესტ ბრომის" შემადგენლობაში 45 მატჩში 20 გოლი გაიტანა და დიდი ტალანტის მქონდე ფეხბურთელად მიიჩნიეს. სამწუხაროდ, მან ამ სეზონის შემდეგ განვითარება ვეღარ შეძლო და მას შემდეგ მისი თამაში ნაკლებად შესამჩნევია.

1. რაველ მორისონი

  • 2013 წელს ირიცხებოდა - "ვესტ ჰემში"
  • ადარებდნენ - ჯო კოულს
  • ახლა თამაშობს - თავისუფალი აგენტია
რაველ მორისონმა, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედის" ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ახალგაზრდა ფეხბურთელად არის შეფასებული, ვერ შეძლო მაღალ დონეზე თამაში. 29 წლის ფეხბურთელს უთამაშია მსოფლიოს მრავალ კლუბში, მათ შორის "ლაციოში", "ატლასში", "ოსტერსუნდსა" და "დენ ჰააგში". იამაიკელმა ფეხბურთელმა ცოტა ხნის წინ, კონტრაქტის ამოწურვის გამო დატოვა "დერბი ქაუნთი", რომელიც ლიგა ერთში დაქვეითდა.
 

სხვა სტატიები