პრემიერ ლიგის მე-7 ტურში პეპ გვარდიოლას გუნდმა გასვლაზე “შეფილდ იუნაიტედს“ მინიმალური სხვაობით 0:1 მოუგო. შეხვედრაში ერთადერთი გოლი კაილ ვოლკერმა დე ბრუინის საგოლე გადაცემით გაიტანა.
კევინ დე ბრუინი მე-7 ტურში შესრულებული საგოლე გადაცემით მე-14 ადგილზე გადავიდა პრემიერ ლიგის ყველა დროის საუკეთესო ასისტენტებს შორის.
ბელგიელის შედეგი ნამდვილად შთამბეჭდავია, თუ გავითვალისწინებთ, რომ მან პრემიერ ლიგის 160 შეხვედრაში 68 საგოლე გადაცემა შეასრულა.
2019-20 წლების ინგლისის ჩემპიონატის სეზონში ბელგიელი ახლოს იყო ტიერი ანრის რეკორდის დამხობასთან, თუმცა დე ბრუინს მხოლოდ ერთი საგოლე გადაცემა დააკლდა და სეზონი 20 საგოლე გადაცემით დაასრულა, რითიც “არსენალის“ ლეგენდის შედეგი გაიმეორა.
გთავაზობთ პრემიერ ლიგის ყველა დროის 15 საუკეთესო ასისტენტების ჩამონათვალს:15. დარენ ანდერტონი - 68 საგოლე გადაცემა14. კევინ დე ბრუინი - 68 საგოლე გადაცემა13. ეშლი იანგი - 69 საგოლე გადაცემა12. ენდი კოული - 73 საგოლე გადაცემა11. ტიერი ანრი - 74 საგოლე გადაცემა10. ტედი შერინგემი - 76 საგოლე გადაცემა9. დევიდ ბექჰემი - 80 საგოლე გადაცემა8. ჯეიმს მილნერი - 84 საგოლე გადაცემა7. სტივენ ჯერარდი - 92 საგოლე გადაცემა6. დავიდ სილვა - 93 საგოლე გადაცემა5. დენის ბერგკამპი - 94 საგოლე გადაცემა4. ფრენკ ლამპარდი - 102 საგოლე გადაცემა3. უეინ რუნი - 103 საგოლე გადაცემა2. სესკ ფაბრეგასი - 111 საგოლე გადაცემა1. რაიან გიგზი - 168 საგოლე გადაცემა