Belive

"პრემიერ ლიგაში მეორე საუკეთესოა" - ტენ ჰაგი ონანაზე

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგაზე, "გალათასარაისთან" დაშვებული უხეში შეცდომების გამო, ანდრე ონანა კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა. მეკარის მიერ დაშვებული უხეში შეცდომები, "მანჩესტერ იუნაიტედს" შესაძლოა კატასტროფის ფასად დაუჯდეს - პრემიერ ლიგის გრანდი ჯგუფში ჩარჩენის ზღვარზეა.

ანდრე ონანას დაცვა ერიკ ტენ ჰაგმა სცადა, რომელმაც აღნიშნა, რომ კიპერს ძლიერი ხასიათი აქვს და ამ ყველაფერს მარტივად გადალახავს.

მას ძლიერი ხასიათი აქვს და ამ ყველაფერს მარტივად გაართმევს თავს. პირველი ხუთი თვის განმავლობაში, ის ყველაფერს კარგად აკეთებდა. თუ გააანალიზებთ, სტატისტიკაზე დაყრდნობით, მიხვდებით რომ ის პრემიერ ლიგაში მეორე საუკეთესო მეკარეა. - ერიკ ტენ ჰაგი.

სხვა სტატიები