Belive

პრემიერ ლიგაში '8 წამის' წესს მკაცრად გააკონტროლებენ

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პრემიერ ლიგის წესებში შეტანილი უახლესი ცვლილების თანახმად, მეკარეები ბურთის დიდი ხნით შეკავებისთვის დაჯარიმდებიან.

ამ სეზონიდან, დროის კარგვის შესამცირებლად, შემოიღებენ „რვაწამიან წესს". თუ მეკარე რვა წამის შემდეგ ბურთს არ გასცემს, მოწინააღმდეგე გუნდი კუთხურს მიიღებს. ეს სიახლე ჩაანაცვლებს არსებულ ექვსწამიან წესს, სადაც სასჯელი არაპირდაპირი საჯარიმო დარტყმა იყო. მსაჯები ამას ყოველთვის ძალიან მკაცრად თვლიდნენ და უიშვიათეს შემთხვევებში მიმართავდნენ სანქციას. მომავალი სეზონიდან, არბიტრები ახალ წესს დიდ ყურადღებას მიაქცევენ.

მსაჯები მეკარეებს ხუთწამიანი უკუთვლით გააფრთხილებენ, დაწყებული იმ მომენტიდან, როდესაც ისინი ბურთს სამი წამით შეინარჩუნებენ. თუ მოწინააღმდეგე მეკარეს უკუთვლის დროს ხელს შეუშლის ან ზეწოლას მოახდენს მასზე, მსაჯი შეაჩერებს დათვლას და მეკარის სასარგებლოდ საჯარიმო დარტყმას დანიშნავს.

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე, ეს წესი უკვე გამოიყენეს: https://belive.ge/fexburti/unikaluri-shemtkhveva-fekhburtshi-mekarem-8-tsamis-tsesi-daarghvia

სხვა სტატიები