Belive

პრანდელი: ,,იუვენტუსს გალათასარაის გაგდება შეუძლია, რატომაც არა?''

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ჩეზარე პრანდელიმ, გალათასარაისთან საპასუხო მატჩში ტურინის იუვენტუსის შანსები შეაფასა:

,,3 ან 4 გოლის გატანა ოსიმენის გუნდთან ისე, რომ არ გაუშვა, რთული იქნება, მაგრამ სტამბოლის მატჩში ვინ წარმოიდგენდა, რომ გალათასარაი 45 წუთში 3 გოლს გაიტანდა? ეს სპალეტის გუნდსაც შეუძლია, რატომაც არა?

თუ იუვე ანგარიშშს პირველ 20 წუთში გახსნის, ყველაფერი შეიცვლება.'' - ჩეზარე პრანდელი

ხვალ ღამით, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინის საპასუხო შეხვედრაში, იუვენტუსი გალათასარაის უმასპინძლებს. გუნდებს შორის გამართული პირველი მატჩი თურქული გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 5:2 დასრულდა

სხვა სტატიები