Belive

პოტერი: ,,კარგად ვითამაშეთ, უბრალოდ, გოლი უნდა გაგვეტანა''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლონდონის ,,ჩელსის'' მთავარმა მწვრთნელმა, გრემ პოტერმა, ,,დორტმუნდთან'' წაგებულ მატჩზე ისაუბრა:

,,ბევრი მომენტი შევქმენით, მაგრამ გაშვებული გოლით იმედგაცრუებული ვარ. ვფიქრობ, მეორე ტაიმში დომინანტი გუნდი ვიყავით. ნამდვილად ძალიან კარგად ვითამაშეთ, უბრალოდ, გოლი უნდა გაგვეტანა...

ჩვენი გუნდი პროგრესირებს და პროცესში ბევრ დადებითს ვხედავთ. იღბალი ყოველთვის გჭირდება, მაგრამ ამას ვერ დაელოდები, მუშაობა უნდა გააგრძელო. ბიჭებმა ფანტასტიკურად იმუშავეს, თუმცა მომენტებში ჯერ კიდევ გვიჭირს,'' - პოტერის სიტყვებს BBC-ი ციტირებს.

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში დორტმუნდის ,,ბორუსიამ'' ლონდონის ,,ჩელსის'' უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.

გუნდებს შორის განმეორებითი მატჩი 8 მარტს, ლონდონში გაიმართება.

სხვა სტატიები