Belive

პორტუგალიაში 18 წლის ქარსელაძის დებიუტი შედგა

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პორტუგალიის უმაღლესი ლიგის 33-ე ტურის შეხვედრაში, "ფერეირასა" და "რიუ ავეს" დაპირისპირება გაიმართა. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, 3:1 დასრულდა.

"რიუ ავეს" რიგებში 18 წლის ჟორჟე ქარსელაძის დებიუტი შედგა, რომელიც მოედანზე 84-ე წუთზე შევიდა და საკმაოდ კარგი თამაშით გამოიჩინა თავი. ქარსელაძემ მატჩის მიწურულს საჯარიმო დარტყმაც შეასრულა, რომელიც ხარიხას მოხვდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, "რიუ ავეს" მთავარი მწვრთნელი ქარსელაძის დებიუტს გამოეხმაურა და ჟორჟეს მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

"ის აკადემიიდან დავიმატეთ და მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენი მომავალი უნდა გახდეს. ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და მიუხედავად ამისა, ბრწყინვალე მონაცემები აქვს. შანსს აუცილებლად მიიღებს. ჟორჟე 18 წლისაა და უკვე მოახდინა ბრწყინვალე უნარების დემონსტრირება", - ლუიშ ფრეირუ.

შეგახსენებთ, სადებიუტო შეხვედრაში ქარსელაძემ, 11 წუთი გაატარა მოედანზე და ამ დროის განმავლობაში ბურთს ათჯერ შეეხო, ერთი ორთაბრძოლა მოიგო და 6 ზუსტი პასი გააკეთა. 

სხვა სტატიები