Belive

ჟორჟე ქარსელაძე საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პორტუგალიური “რიუ ავეს” განაპირა მცველი - 18 წლის ჟორჟე ქარსელაძე, საქართველოს 19-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებში გამოიძახეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია, "რიუ ავეს" facebook გვერდზე განთავსდა.

"რიუ ავეს" ძირითად გუნდში, ქარსელაძის დებიუტი გასულ თვეს, "ფერეირას" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში შედგა, სადაც ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა ბრწყინვალე უნარებით შეძლო თავის გამოჩენა.

22 მაისს, belive-სთან საუბარში, ქარსელაძემ დაადასტურა, რომ საქართველოს ნაკრებისგან შემოთავაზებას სიამოვნებით განიხილავს.