პოლ სქოულზი: "არსენალი პრემიერ ლიგას ვერ მოიგებს"
პრემიერ ლიგის მე-15 ტურში, არსენალი სტუმრად ასტონ ვილასთან დამარცხდა (2:1). 'მეთოფეებისთვის' ეს მეორე მარცხი იყო პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში. მართალია, არტეტას გუნნდი ჩემპიონატის ლიდერია, თუმცა მეორეადგილოსან სიტისთან უპირატესობა მხოლოდ 2 ქულა დარჩა. ადამიანებს, რომლებიც არსენალის მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილი, უფრო მეტი არგუმენტი მიეცათ, რომ მათი საჩემპიონო შანსები დააკნინონ.
მათ ლივერპულთან წააგეს, სახლში ვერ დაამარცხეს მანჩესტერ სიტი, როცა გვარდიოლას გუნდს უჭირდა. ასტონ ვილა კარგი გუნდია, არასწორად ნუ გამიგებთ, მაგრამ არსენალს უბრალოდ არ შეუძლია დიდი თამაშების მოგება. მათ ვერ დაამარცხეს ჩელსი მას შემდეგ, რაც ლურჯები ათი კაცით დარჩნენ.
თუ პრემიერ ლიგის მოგებას აპირებ, უნდა დაიწყო რამდენიმე დიდი თამაშის მოგება, უნდა დაამარცხო მეტოქე და მათ ეს არ შეუძლიათ. ისტორიულად, მანჩესტერ სიტი ყოველთვის იანვრის შემდეგ უმჯობესდება. ისინი კლუბების მსოფლიო ჩემპიონატზე იყვნენ, ამიტომ მათ სეზონისწინა მზადება ნამდვილად არ ჰქონიათ. - განაცხადა პოლ სქოულზმა
🚨🗣️ Paul Scholes says #Arsenal can’t win big games: “Man City have a great chance now, don’t they? I still don’t think they’re quite right but they always get better in the second-half of the season and the thing with Arsenal is they can’t win a big game. “Until they start… pic.twitter.com/9Qq5EWv24L
— Football Lovers (@Arsenal_Lovrs) December 9, 2025
არსენალი ძალიან მკაცრი დაცვითა და გამართული სათამაშო სისტემით გამოირჩევა. ლონდონელებს პრემიერ ლიგაში ყველაზე ცოტა (9) გოლი აქვთ გაშვებული და დისციპლინის წყალობით, მთავარ საფრთხეს სტანდარტული მდგომარეობებიდან ქმნიან, თუმცა სამი დიდი გუნდიდან (სიტი, ლივერპული, ჩელსი) გამრჯვება ვერც ერთთან მოახერხა.